მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ი ტურიზმის აღდგენის წინაპირობად ვაქცინაციას ასახელებს

602ab98b98ecb
ელენე კვანჭილაშვილი, შოთა ტყეშელაშვლი
15.02.21 22:15
1158
2020 წელს საქართველომ ტურიზმიდან შემოსავლების 80%, ანუ $2.7 მილიარდი დოლარი დაკარგა. 2021 წელს Fitch-ის შეფასებით, ოპტიმისტურ სცენარში საქართველო 2019 წლის ტურისტული შემოსავლების მხოლოდ 30%-ის აღდგენას განიხილავს. შესაბამისად თუკი წელს აღდგენის დინამიკა ამ მიმართულებით წარიმართა ტურიზმის შემოსავლები 2019 წელთან შედარებით კვლავ $2.4 მილიარდით ნაკლები იქნება. გადაცემა “ანალიტიკასთან” საუბარში IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ჯიჰად აზური ამბობს, რომ საქართველოსთვის ტურიზმის აღდგენის მთავარი წინაპირობა ვაქცინაციის ჩატარებაა.

“რაც ზედაპირზეა ისაა, რომ ტურიზის სექტორს - განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესმოთამაშეებს დახმარება სჭირდებათ. გამოსავალი აქაც ვაქცინაციის დაჩქარებაა. მხოლოდ ამ პირობებში იქნება შესაძლებელი ნორმალური ეკონომიკური აქტივობების განახლება და მათ შორის, ცხადია, ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაც შედის. ამდენად ინვესტირება ვაქცინაციის პროცესში და იმის უზრუნველყოფა, რომ პანდემიის ეს მეორე ტალღა გაკონტროლდება - მხოლოდ ეს დააჩქარებს ეკონომიკის აღდგენის პროცესს და მათ შორის ტურიზმის სექტორსაც დაუბრუნებს იმ ნიშნულს, რაც კოვიდამდე ჰქონდა. მაგრამ აქვე ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს სექტორი არა მხოლოდ საქართველოში არამედ გლობალურად დაზარალდა. ამდენად მის აღდგენას გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება,”- განაცხადა ჯიჰად აზურმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 94.5%-ით შემცირდა და მხოლოდ 30 ათასი შეადგინა.

2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი ჯერჯერობით არაა. ამას ემატება მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონის ქვეყნებში, რომლიდანაც შემოსული ტურისტები ისტორიულად საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მთავარი მამოძრავებლები იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები