მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[IMF-ის მსგავსი ინსტიტუტები] ქვეყანაში სასიცოცხლოდ გვჭირდება" - გია ხუხაშვილი

ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოში დამოუკიდებელი არბიტრების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მუშაობა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ხუხაშვილმა "ანალიტიკას" ეთერში, წამყვანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა, სასიცოცხლოდ გვჭირდება. ამ ინსტიტუტების ყოფნის პრაქტიკულ მნიშვნელობას რომ დავანებოთ თავი, ამის გარდა, საინვესტიციო აქტივობისთვისაც საჭიროა ეს ყველაფერი. თუ ქვეყანაში IMF არ არის, ინვესტორის დამოკიდებულება ყალიბდება, რომ ეს არის რისკის ზონა. IMF-ის ან ნებისმიერი ამ ტიპის საერთაშორისო ინსტიტუტს ყოფნა საქართველოში რაღაც დასკვნების საშუალებას იძლევა.

ეს ინსტიტუტები ნებისმიერი ინვესტორისთვის ირიბ ფსიქოლოგიურ გარანტებად გამოდიან. როდესაც იგივე Moody's-ის დასკვნაში წერია, რომ სტაბილური და მიმზიდველია ეკონომიკა, საიდან აკეთებენ ამ დასკვნებს? ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი 1 და 2 წლის წინანდელი სიტუაციიდან, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა. 2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები