მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-ის პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას - ფინანსთა სამინისტრო

62aad8819a5eb
მარიამ ვარადაშვილი
16.06.22 11:20
553
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა, მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებას და საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა. ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ.ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში (მიმდინარე მდგომარეობით ჩამორიცხვა არ იგეგმება) იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

ახალი პროგრამის დამტკიცებასთან დაკავშირებით სსფ-ის მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ პროგრამის მიზანია ფისკალური ბუფერების აღდგენა, ფისკალური ჩარჩოს გაძლიერება, გარე საფრთხეებისადმი მოწყვლადობის და ინფლაციის შემცირება, ფინანსური სექტორის მდგრადობის შენარჩუნება, ისევე, როგორც უფრო ძლიერი და მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა, მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყებაზე შეთანხმება სსფ-ის მისიასთან მიღწეულ იქნა მიმდინარე წლის აპრილში. მაკროეკონომიკური პარამეტრების იმ პერიოდისათვის არსებული მონაცემებისა და დაშვებების გათვალისწინებით.

ახალ პროგრამაში ასახულია ყველა ის სტრუქტურული რეფორმა, რომელიც საქართველომ წარადგინა, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოების მართვის, განათლების, შრომის ბაზრის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები