საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად 7.55%-ით გაიზრდება - ამ მაჩვენებლით კი საქართველო IMF-ის პროგნოზითვე წელს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე ქვეყნებს შორის მეექვსე ადგილს დაიკავებს. 2024 წელს IMF ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას გაიანაში პროგნოზირებს რაც თითქმის 44%-ს მიაღწევს, მეორე ადგილზეა მაკაო, რომელიც სუვერენული სახელმწიფო არაა, სადაც 10.6%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი, მესამე პოზიციაზეა ნიგერი 10%-იანი ზრდით, მეოთხეზე სამოა 9.7%-ით, მეხუთეზე პალაუ 8%-იანი ეკონომიკური ზრდით, მეექვსეზე კი საქართველო 7.55%-იანი მოსალოდნელი ზრდით.
სომხეთში წელს 6%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი (მეჩვიდმეტე ადგილი), აზერბაიჯანში 3.17%-იანი ზრდა (86-ე ადგილი), თურქეთში 3%-იანი ზრდა (95-ე ადგილი), რუსეთში 3.63%-ის ზრდა (73-ე ადგილი), უკრაინაში კი 3%-ის ზრდა 99-ე ადგილი.
2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - IMF
| # | ქვეყანა | ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წელს |
| 1 | გაიანა | 43.81% |
| 2 | მაკაო | 10.62% |
| 3 | ნიგერი | 9.87% |
| 4 | სამოა | 9.73% |
| 5 | პალაუ | 8.08% |
| 6 | საქართველო | 7.55% |
| 7 | ინდოეთი | 7.02% |
| 8 | რუანდა | 7.00% |
| 9 | ტაჯიკეთი | 6.80% |
| 10 | ჯიბუტი | 6.51% |
| 11 | კოტ დ'ივუარი | 6.50% |
| 12 | ბენინი | 6.49% |
| 13 | ყირგიზეთი | 6.49% |
| 14 | მავრიკი | 6.10% |
| 15 | ეთიოპია | 6.08% |
| 16 | ვიეტნამი | 6.06% |
| 17 | სომხეთი | 6.04% |
| 18 | სენეგალი | 6.00% |
| 19 | უგანდა | 5.88% |
| 20 | გამბია | 5.84% |
| 21 | ანტიგუა და ბარბუდა | 5.83% |
| 22 | ეკვატორული გვინეა | 5.81% |
| 23 | კირიბატი | 5.76% |
| 24 | ფილიპინები | 5.75% |
| 25 | უზბეკეთი | 5.61% |
| 26 | არუბა | 5.50% |
| 27 | ბურკინა ფასო | 5.49% |
| 28 | კამბოჯა | 5.49% |
| 29 | მონღოლეთი | 5.48% |
| 30 | ტანზანია | 5.43% |
| 31 | ბელიზი | 5.42% |
| 32 | ბანგლადეში | 5.40% |
| 33 | ტოგო | 5.30% |
| 34 | ბუტანი | 5.20% |
| 35 | დომინიკის რესპუბლიკა | 5.14% |
| 36 | ლიბერია | 5.05% |
| 37 | კენია | 5.03% |
| 38 | გვინეა-ბისაუ | 5.00% |
| 39 | მალტა | 5.00% |
| 40 | მარშალის კუნძულები | 5.00% |
| 41 | ინდონეზია | 4.96% |
| 42 | ჩინეთი | 4.82% |
| 43 | მალაიზია | 4.80% |
| 44 | მალდივები | 4.74% |
| 45 | კაბო ვერდე | 4.71% |
| 46 | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 4.71% |
| 47 | პაპუა-ახალი გვინეა | 4.64% |
| 48 | ესვატინი | 4.61% |
| 49 | დომინიკა | 4.55% |
| 50 | მადაგასკარი | 4.50% |
| 51 | სენტ ვინსენტი და გრენადინები | 4.50% |
| 52 | სენტ კიტსი და ნევისი | 4.44% |
| 53 | მავრიტანია | 4.38% |
| 54 | მოზამბიკი | 4.35% |
| 55 | ლაოსი | 4.11% |
| 56 | გვინეა | 4.07% |
| 57 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 4.01% |
| 58 | კოსტა რიკა | 4.00% |
| 59 | ნიკარაგუა | 4.00% |
| 60 | სომალი | 4.00% |
| 61 | სიერა ლეონე | 4.00% |
| 62 | სერბეთი | 3.92% |
| 63 | ბარბადოსი | 3.90% |
| 64 | კამერუნი | 3.90% |
| 65 | წმინდა ლუსია | 3.86% |
| 66 | ალჟირი | 3.85% |
| 67 | კოსოვო | 3.80% |
| 68 | პარაგვაი | 3.80% |
| 69 | მალი | 3.75% |
| 70 | მონტენეგრო | 3.74% |
| 71 | ჩინეთის ტაივანის პროვინცია | 3.73% |
| 72 | ირანის ისლამური რესპუბლიკა | 3.67% |
| 73 | რუსეთი | 3.63% |
| 74 | ჰონდურასი | 3.60% |
| 75 | ბელორუსია | 3.58% |
| 76 | ყაზახეთი | 3.50% |
| 77 | ტუვალუ | 3.50% |
| 78 | კომორის კუნძულები | 3.49% |
| 79 | გვატემალა | 3.47% |
| 80 | ხორვატია | 3.40% |
| 81 | კვიპროსი | 3.29% |
| 82 | ალბანეთი | 3.25% |
| 83 | ჰონკონგი | 3.21% |
| 84 | ჩადი | 3.20% |
| 85 | ურუგვაი | 3.18% |
| 86 | აზერბაიჯანი | 3.17% |
| 87 | გაბონი | 3.15% |
| 88 | ნეპალი | 3.13% |
| 89 | სეიშელის კუნძულები | 3.13% |
| 90 | განა | 3.12% |
| 91 | ნამიბია | 3.07% |
| 92 | ბრაზილია | 3.04% |
| 93 | ბაჰრეინი | 3.04% |
| 94 | ვენესუელა | 3.01% |
| 95 | თურქეთი | 3.01% |
| 96 | ელ სალვადორი | 3.00% |
| 97 | გრენადა | 3.00% |
| 98 | ტიმორ-ლესტე | 3.00% |
| 99 | უკრაინა | 3.00% |
| 100 | პერუ | 2.99% |
| 101 | ფიჯი | 2.99% |
| 102 | სურინამი | 2.96% |
| 103 | პოლონეთი | 2.96% |
| 104 | ესპანეთი | 2.91% |
| 105 | ნიგერია | 2.86% |
| 106 | კონგოს რესპუბლიკა | 2.83% |
| 107 | ტაილანდი | 2.80% |
| 108 | ლესოთო | 2.80% |
| 109 | მაროკო | 2.79% |
| 110 | შეერთებული შტატები | 2.77% |
| 111 | ეგვიპტე | 2.67% |
| 112 | სინგაპური | 2.60% |
| 113 | მოლდოვა | 2.59% |
| 114 | ბოსნია და ჰერცეგოვინა | 2.50% |
| 115 | პანამა | 2.50% |
| 116 | კორეა | 2.49% |
| 117 | ჩილე | 2.46% |
| 118 | ლიბია | 2.44% |
| 119 | ლიტვა | 2.43% |
| 120 | ანგოლა | 2.41% |
| 121 | იორდანია | 2.40% |
| 122 | პაკისტანი | 2.38% |
| 123 | ბრუნეი დარუსალამი | 2.37% |
| 124 | სოლომონის კუნძულები | 2.34% |
| 125 | თურქმენეთი | 2.34% |
| 126 | ბულგარეთი | 2.32% |
| 127 | ზამბია | 2.30% |
| 128 | საბერძნეთი | 2.28% |
| 129 | სლოვაკეთის რესპუბლიკა | 2.25% |
| 130 | ბურუნდი | 2.23% |
| 131 | ჩრდილოეთ მაკედონია | 2.20% |
| 132 | ზიმბაბვე | 1.95% |
| 133 | დანია | 1.94% |
| 134 | პორტუგალია | 1.93% |
| 135 | რუმინეთი | 1.91% |
| 136 | ბაჰამის კუნძულები | 1.90% |
| 137 | მალავი | 1.79% |
| 138 | ტონგა | 1.77% |
| 139 | კოლუმბია | 1.64% |
| 140 | ტუნისი | 1.63% |
| 141 | ტრინიდადი და ტობაგო | 1.62% |
| 142 | ბოლივია | 1.60% |
| 143 | ნორვეგია | 1.55% |
| 144 | ყატარი | 1.54% |
| 145 | საუდის არაბეთი | 1.53% |
| 146 | სლოვენია | 1.50% |
| 147 | ნაურუ | 1.48% |
| 148 | უნგრეთი | 1.48% |
| 149 | მექსიკა | 1.45% |
| 150 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 1.44% |
| 151 | ანდორა | 1.40% |
| 152 | კანადა | 1.34% |
| 153 | შვეიცარია | 1.34% |
| 154 | იამაიკა | 1.30% |
| 155 | ლუქსემბურგი | 1.26% |
| 156 | ავსტრალია | 1.23% |
| 157 | ლატვია | 1.16% |
| 158 | ბელგია | 1.14% |
| 159 | სან ტომე და პრინსიპი | 1.10% |
| 160 | საფრანგეთი | 1.10% |
| 161 | გაერთიანებული სამეფო | 1.08% |
| 162 | ჩეხეთის რესპუბლიკა | 1.07% |
| 163 | მიკრონეზია | 1.05% |
| 164 | სამხრეთ აფრიკა | 1.05% |
| 165 | ომანი | 1.02% |
| 166 | მიანმარი | 1.02% |
| 167 | პუერტო რიკო | 1.00% |
| 168 | ბოტსვანა | 0.99% |
| 169 | შვედეთი | 0.90% |
| 170 | ვანუატუ | 0.85% |
| 171 | ისრაელი | 0.71% |
| 172 | სან-მარინო | 0.70% |
| 173 | იტალია | 0.67% |
| 174 | ნიდერლანდები | 0.63% |
| 175 | ისლანდია | 0.59% |
| 176 | ეკვადორი | 0.35% |
| 177 | იაპონია | 0.32% |
| 178 | ერაყი | 0.06% |
| 179 | ახალი ზელანდია | 0.04% |
| 180 | გერმანია | 0.01% |
| 181 | ირლანდია | -0.18% |
| 182 | ფინეთი | -0.21% |
| 183 | ავსტრია | -0.59% |
| 184 | ესტონეთი | -0.88% |
| 185 | იემენი | -1.00% |
| 186 | ქუვეითი | -2.72% |
| 187 | არგენტინა | -3.48% |
| 188 | ჰაიტი | -4.00% |
| 189 | სუდანი | -20.27% |
| 190 | სამხრეთ სუდანი | -26.42% |



























