საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, კოტ-დივუართან კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო პროგრამის განსახორციელებლად შეთანხმება მიღწეულია. ამ მიზნისთვის IMF გამძლეობისა და მდგრადობის ფონდიდან $1.3 მილიარდს გამოყოფს.
გავრცელებულ განცხადებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ კოტ-დივუარი, რომელიც მსოფლიოში კაკაოს უმსხვილესი მწარმოებელია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ განსაკუთრებით მოწყვლადია.
“ტემპერატურის ზრდა, ნალექის არასტაბილურობა, წყალდიდობა, ზღვის დონის ადიდება და სანაპირო ეროზია მნიშვნელოვანი გამოწვევებია და გამძლე, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მუდმივ რისკებს წარმოადგენს”, - წერის ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა 2024-2026 წლებში განხორციელდება და კოტ-დივუარს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებაში შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და საჯარო ფინანსების მენეჯმენტის მიმართულებით.
თუმცა შეთანხმება ჯერ საბოლოო არ არის და ის დასამტკიცებლად IMF-ის საბჭოს მომდევნო კვირებში გადაეცემა.