მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-მა რუსეთის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.9%-მდე შეამცირა

კრემლი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის. ფონდის თანახმად, წელს რუსეთის ეკონომიკა აქამდე პროგნოზირებული 1.5%-ის ნაცვლად 0.9%-ით გაიზრდება.

თავის მხრივ უცვლელია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი, რომელიც წელს 2.5%-ის ეკონომიკურ ზრდას მოელის, თუმცა IMF-ის შეფასებით რუსეთში ზრდა გაცილებით უფრო მცირე იქნება.

ამასთან, ფონდმა გაზარდა 2026 წლის პროგნოზი 0.9%-ის ზრდიდან 1%-მდე.

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის მაისში ქვეყნის მშპ 1.2%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. აპრილში ზრდა 1.9% იყო, მარტში – 1.1%, თებერვალში – 0.5%, ხოლო იანვარში – 2.7%. იანვრიდან მაისამდე მთლიანი ზრდა 1.5%-ს შეადგენდა.

ეკონომიკური ზრდის შენელება დაეტყო რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლებსაც. ფინანსთა სამინისტრო ხარჯების დაბალანსებას ახალი შიდა ვალის აღებით ცდილობს, რაც ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის. 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 0.5%-ზე იყო განსაზღვრული, თუმცა აპრილში ის ფინანსთა სამინისტრომ 1.7%-მდე გაზარდა.

ფაქტობრივი მონაცემებით კი დეფიციტი უკვე მშპ-ის 1.7%-საც აჭარბებს. 2025 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის დეფიციტმა თანხობრივად 47 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები