მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა რუსეთთან კონსულტაციები გაურკვეველი ვადით გადადო

რუსეთი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა რუსეთთან კონსულტაციები გაურკვეველი ვადით გადადო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში რუსეთის დირექტორმა, ალექსეი მოჟინმა „ტასს“ განუცხადა, რომ კონსულტაციები გაურკვეველი ვადით ტექნიკური მიზეზებით გადაიდო.

„ფონდის მენეჯმენტმა აცნობა რუსულ მხარეს და დირექტორთა საბჭოს, რომ მისიის მუშაობა გაურკვეველი ვადით გადაიდება. გადადების მიზეზად ნახსენები იყო მისიის ტექნიკური მოუმზადებლობა კონსულტაციების ჩასატარებლად“, – განაცხადა მოჟინმა.

აღსანიშნავია, რომ ცხრა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა პროტესტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიმართ, რადგან მან რუსეთში მისიების განახლება გადაწყვიტა.

2022 წლის თებერვალში მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეწყვიტა ყოველწლიური კონსულტაციები რუსეთთან.

2 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რუსმა აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსეთთან ონლაინ კონსულტაციებს 16 სექტემბერს განაახლებდა, რასაც 1 ოქტომბრამდე სსფ-ის დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში მოჰყვება რუს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისთვის, თუმცა დღეს გაირკვა, რომ კონსულტაციები გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები