საერთაშორისო სავალუტო ფონდმა [IMF] ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონის ქვეყნებმა რუსეთ-უკრაინის ომით მოკლევადიანი სარგებელი მიიღეს.
კერძოდ, IMF-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეკონომიკის შემცირებამ, დიდი კაპიტალისა და მიგრანტების ნაკადმა ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა იქონია. გასულ წელს ეკონომიკური ზრდით რეგიონის ქვეყნებიდან სომხეთი ლიდერობს 12%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდით, მეორე ადგილს კი საქართველო იკავებს 10.1%-ით, მესამე ადგილზე კი ტაჯიკეთია 7.4%-ით.
როგორც IMF წერს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში გაუმჯობესდა, რაც საქართველოსა და სომხეთის შემთხვევაში ტურიზმის ზრდას უკავშირდება. საბოლოო ჯამში, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სავაჭრო და ლოგისტიკური გამოწვევევა გაჩნდა, რამაც თავის მხრივ რეგიონის ქვეყნების რუსეთთან ვაჭრობის ზრდა გამოიწვია. სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი საქართველოს, სომხეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემთხვევაში მიუთითებს, რომ რუსეთთან ბრუნვა გაიზარდა. IMF-ის პროგნოზით, მიგრანტებისა და გადმორიცხვების ნაკადი მოსალოდნელია, რომ 2023 წელს წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდეს. შემცირებული ფულადი გადარიცხვები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს გააუარესებს, ხოლო რეგიონის ნავთობექსპორტიორ ქვეყნებზე ნავთობზე ფასის შემირება იქონიებს გავლენას.
IMF ელოდება, რომ მიმდიანრე წელს რეგიონის ეკონომიკის ზრდა 4.2%-მდე შემცირდება, ხოლო 2024 წელს 4.5%-მდე გაიზრდება. მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით. სავალუტო ფონდის უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზსს 4%-ზე.
რაც შეეხება ინფლაციას, IMF წერს, რომ მიმდინარე წელს და 2024 წლებში რეგიონში ინფლაცია შემცირდება. რეგიონის ქვეყნებში ინფლაცია 2023 წლისთვის 6.4%, ხოლო 2024 წელს 4%-მდე შემცირდება, რასაც ძირითადად სასაქონლო ფასებზე მსოფლიო ბაზარზე ფასი შემცირება განაპირობებს, რასაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც შეუწყობს ხელს. წლიური ინფლაცია საქართველოსა და სომხეთში სამიზნე მაჩვენებელს 2025 წელს მიაღწევს.