მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: საქართველომ ვაქცინაცია უნდა დააჩქაროს

60f586b39a128
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.21 18:22
783
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ IMF-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. ფონდის შეფასებით, თუკი არ გაიზრდება ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა, მაშინ საქართველო წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-ის აცრას ვერ შეძლებს. 

"ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა აჩქარდეს, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს აცრილი,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

განახლებული პროგნოზით, სავალუტო ფონდი ქვეყანაში წელს 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი, თუმცა IMF-ის შეფასებით, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი რისკები, რომელთაც არსებული ვითარების გაუარესება შეუძლიათ. 

"ნარჩუნდება მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები, რაც ეკონომიკის პერსპექტივას ჩვეულზე მეტად გაურკვეველს ხდის. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა ვაქცინების მარაგების უზრუნველსაყოფად, მაგრამ უფრო მეტია მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით.

ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა აჩქარდეს, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს აცრილი. COVID-19 ახალმა შტამმა ან ვაქცინაციის შეფერხებამ შეიძლება კვლავ შეაფერხოს ეკონომიკის აღმავლობა, თუ ახალი შეზღუდვების შემოღება გახდა საჭირო და ასევე შეამციროს საგარეო მოთხოვნა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პანდემიის მართვის მნიშვნელობას აუცილებლობას. შიდა პოლიტიკური გაურკვევლობის განახლებამ შეიძლება გაზარდოს ლარის გაცვლითი კურისის მერყეობა, ხელი შეუშალოს ინვესტიციებს და რწმენას ეკონომიკის მიმართ. ამ რისკებს შეუძლიათ დაამძიმონ ეკონომიკაში არსებული პრობლემები, როგორიცაა მაღალი დოლარიზაცია და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების რაოდენობა,"- ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები