მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს

62c6c9743e7d3
შოთა ტყეშელაშვილი
07.07.22 16:09
848
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა "ანალიტიკასთან" განაცხადა. მისი თქმით, პროგნოზი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო - 5.5%, 3.2%-მდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი აღარ გაზრდილა. ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდოს.

“მოგეხსენებათ, რომ წლის დასაწყისში ძალიან მყარ აღდგენას ვპროგნოზირებდით, თანაც 2021 წლის შემდეგ, რომელიც ასევე ძალიან გამორჩეული იყო კოვიდის შემდეგ აღდგენის შედეგებით.

უკრაინაში ომის დაწყებამ ჩვენს წინ დააყენა ახალი რისკები, რომელთა გამოც შემცირებისკენ გადავხედეთ ზრდის პროგნოზს, 3.2%-მდე.

თუმცა ვფიქრობ, რომ იმ აღდგენის ბუნებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, შეიძლება აღდგენის ტემპმა გვიბიძგოს, რომ საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გაზრდისკენ გადავხედოთ,” - განაცხადა ჯიჰად აზურმა.

მსგავსი ნაბიჯი უკვე გადადგა მსოფლიო ბანკმა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა, ხოლო მაისის ბოლოს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა, რომ ისინი ქვეყანაში კვლავ 5.5%-იან ზრდას მოელიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები