მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IMF-ში საქმიანობას სებ-ის კიდევ ერთი თანამშრომელი გააგრძელებს

ვახტანგ სიხარულიშვილი
22.09.25 16:09
2286
სტატიაში საუბარია:

სებ-ის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ვახტანგ სიხარულიშვილი საქმიანობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში განაგრძობს. ის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ორწლიანი ვადით, სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ანა დევიძე შეასრულებს.

"საქართველო წარმოადგენს სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში (OEDNE) შემავალ წევრ ქვეყანას (ანდორა, სომხეთი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, საქართველო, ისრაელი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი და უკრაინა), რომლის ფარგლებში, სსფ-ს აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის პოზიცია ქვეყნების მიხედვით ორწლიანი ვადით იცვლება და ამჯერად აღნიშნული საპასუხისმგებლო როლი საქართველოს მიენიჭა", - აღნიშნულია ეროვნულიბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სხვადასხვა წლებში ვახტანგი იყო ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სპეციალიზებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მცირე და საშუალო მეწარმეების და კორპორაციული საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი, საბანკო ზედამხედველობის პირველი განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ეროვნულ ბანკამდე ვახტანგი სხვადასხვა კომერციულ ბანკში მუშაობდა.

2023 წლის დეკემბრიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკიდან IMF-ში საქმიანობა ხუთმა პირმა გააგრძელა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები