მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ეროვნული ბანკიდან IMF-ში საქმიანობა ხუთმა პირმა გააგრძელა

მესტვირიშვილი ლეჟავა

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ეროვნული ბანკიდან IMF-ში საქმიანობა ხუთმა პირმა გააგრძელა.

კერძოდ, 2023 წლის დეკემბრიდან, უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა 2016-2023 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აგრძელებენ საქმიანობას ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები - არჩილ მესტვირიშვილი, ნიკოლოზ გაგუა და პაპუნა ლეჟავა, რომელთაც სებ-ი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და პირველი ვიცე-პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი წესის ამოქმედების გამო დატოვეს.

კერძოდ, ნიკოლოზ გაგუა სავალუტო ფონდის ექსპერტი გახდა.

მონღოლეთში IMF-ის რეზიდენტი მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს სებ-ის კიდევ ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთ აფრიკის ტექნიკური დახმარების ოფისში, მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, რეზიდენტი მრჩევლის პოზიციაზე აგრძელებს საქმიანობას სებ-ის კიდევ ერთი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

გარდა ამისა, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს ეროვნული ბანკი დატოვა მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა. ისიც საქმიანობას ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მაკროეკონომიკის მიმართულებით გააგრძელებს.

BMG-ის ინფორმაციით, IMF-ში სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს 10-ზე მეტი მოქალაქე მუშაობს. შარშან, ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა და ვაშინგტონში, IMF-ში გააგრძელა საქმიანობას მირზა გელაშვილმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები