მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმისთვის, რომ ზაფხულში ტურისტები მივიღოთ, უკვე უნდა ვმუშაობდეთ - ცოტნე ჯაფარიძე

6039cdda537c4
ინგა მურუსიძე
27.02.21 12:15
895
„ტრეფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე აცხადებს, რომ სექტორის წარმომადგენლები მზად არიან სურვილის შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„საქმის კურსის“ ეთერში მან თქვა, რომ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ძალიან ბევრი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა რაიმე კონკრეტული მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები ნაკლებად მიიღებოდა.

„იმის თქმა, თითქოს ახალი პრემიერის პირობებში რამე შეიცვლება, ასე არ არის. საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან იმისთვის, რომ ზაფხულში ტურისტები მივიღოთ, უკვე უნდა ვმუშაობდეთ“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ჯაფარიძის თქმით, სულ ამბობენ, რომ მთავრობა ბიზნესს შეხვდა, თუმცა ყველა სფეროში მთავრობა ხვდება მხოლოდ დიდ ბიზნესს და ეს პრობლემაა.

„სულ გვესმის, რომ მთავრობა შეხვდა ბიზნეს სექტორს, რაღაც განიხილეს, ეს ძირითადად არის უმსხვილესი ბიზნესები საქართველოში და მათ ელაპარაკებიან ხოლმე ზოგადად. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკას ქმნის მცირე და საშუალო ბიზნესი და ჩვენ ამ ეტაპზე არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს ხელისუფლებასთან.

თუ სურვილი ექნათ და დაგვიძახეს, რა თქმა უნდა მივალთ, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრივ, #სოცაფეთქების ჯგუფი ვაპირებთ ჩვენი გეგმის შემუშავებას და იმ შეღავთების პაკეტების შეთავაზებას მთავრობისთვის, რაც ტურიზმის სექტორსა და ყველა სხვა სექტორებსაც, რომლებიც დაზიანდნენ პანდემიით, შეღავათს მისცემს. საუბარია საგადასახადო ამნისტიაზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ „ფერფლიდან აღვდგეთ“-აცხადებს ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები