მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთი გადასახადებისაგან 20 წლით გაათავისუფლებს იმ ტექ-კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში დატა ცენტრებს ააგებენ

ლობისტები

ინდოეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოური ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც მონაცემთა ცენტრებს ადგილობრივად გახსნიან და საერთაშორისო მომხმარებლების მომსახურებას სწორედ ინდოეთიდან დაიწყებენ 2047 წლამდე ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდებიან.

ფინანსთა მინისტრის, ნირმალა სითარამანის თქმით, შესაბამისი დადგენილება ქვეყნის 2026-2027 წლის ფედერალურ ბიუჯეტში გაიწერება და მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ნაბიჯით ოფიციალურ ნიუ დელი ტექნოლოგიური კომპანიების მეტად დაინტერესებას შეძლებს. თუმცა გამოწვევა შეიძლება შექმნას იმან, რომ მონაცემთა მსხვილ ცენტრებს, რომელთაც უცხოური ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაც შეეძლება, დიდი რაოდენობის ენერგეტიკული რესურსი, წყალი და ელექტროენერგია დასჭირდება.

ექსპერტების შეფასებით, თუ 20-წლიანი საგადასახადო შეღავათი, ერთი მხრივ, მოიზიდავს ტექ-გიგანტებს, მეორე მხრივ, გააჩენს ენერგეტიკულ კრიზისს და მოსახლეობის უკმაყოფილებას. თუმცა, ამჟამად ოფიციალური ნიუ დელის გაცხადებული პოზიცია ტექნოლოგიური სექტორის მეტად დაინტერესებაა. როგორც ცნობილია, არაერთმა გიგანტმა, მათ შორის, Google-მა, Amazon-მა და Microsoft-მა დატა ცენტრების აგებისთვის ინვესტიციების ჩადება უკვე დაიწყეს. მაგალითისთვის, Google-მა ანდრა პრადეშში $15-მილიარდიანი AI მონაცემთა ცენტრის აგება დააანონსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები