მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი განახლებადი რესურსების ელექტროსადგურების ასაშენებლად $452 მლნ-ს გამოყოფს

განახლებადი ენერგიის საწყობი

ინდოეთის ხელისუფლება კომპანიებისთვის, რომლებსაც განახლებადი რესურსებით გენერირებული ენერგიის შესანახად ელექტროსადგურების მოწყობა სურთ, $452 მლნ-ს გამოყოფს, რითაც ქვეყანაში მწვანე ენერგიის მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

მსგავსი ელექტროსადგურების პროექტები ინდოეთის განახლებადი ენერგიის მოცულობის 2030 წლამდე 278-დან  500 გიგავატამდე გაზრდის ამბიციური გეგმისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ელექტროსადგური მზის, ქარისა და სხვა განახლებადი რესურსებისგან წარმოებულ ელექტროენერგიას ასაწყობებს, რათა მოგვიანებით, საჭირო დროს გამოიყენონ.

პროგრამა 2030-2031 წლებამდე  4 000 მეგავატ/საათის მოცულობის საწყობის მოწყობას დაუჭერს მხარს. პროგრამის ფარგლებში ინდოეთის მთავრობა კომპანიებისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების რისკებსაც დაფარავს და დეველოპერებისთვის შესაბამის გრანტებს გასცემს.

ფედერალურმა მთავრობამ პროგრამა უკვე დაამტკიცა. ოფიციალური უწყებების ცნობით პროექტებისთვის ბიუჯეტი კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული ფონდის 40%-ით დაფინანსდება.

ცნობისთვის, ინდოეთი ამ დროისთვის ელექტრო სადგურების  37მვ/ს-იან მოცულობას ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები