ინდოეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მზარდია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში ვიზიტების რაოდენობა 47.6%-ით 87 491-მდე გაიზარდა.
შედეგად საერთაშორისო ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების მიხედვით ინდოეთმა ქვეყნების რეიტინგში 1.7%-იანი წილით მეათე ადგილი დაიკავა.
წელს საქართველოში 28 233 ვიზიტით მეტი შესრულდა, ვიდრე გასული წლის 9 თვეში.
კვარტალურ ჭრილში ინდოეთიდან შესრულებული ვიზიტების დინამიკა ასეთია:
I კვარტალი - 20 645 ვიზიტი;
II კვარტალი - 37 102 ვიზიტი;
III კვარტალი - 29 745 ვიზიტი;
ინდოეთი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელსაც ტურიზმის ინდუსტრია პერსპექტიულად აფასებს და ზრდის პოტენციას ხედავს, თუმცა საგულისხმოა, რომ ინდოელი ტურისტებისთვის გამოწვევას წარმოადგენს ციფრული ვიზების მიღება.
საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდა. გასულ წელს საქართველოში ინდოეთის მსხვილმა ავიაკომპანია Indigo-მ დაიწყო ოპერირება, რომელიც 2024 წლის 6 აგვისტოდან, ნიუ-დელი თბილისი თბილისი ნიუ-დელის მიმართულებით, ყოველ დღე დაფრინავს.