ინდოეთის უმსხვილესი ბანკი - SBI, რომელიც ინდოეთის სახელმწიფო საკუთრებაშია, რუსულ სანქცირებულ ბანკებთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ ინდური Times of India წერს.
როგორც SBI აღნიშნავს, ისინი არ განახორციელებენ ტრანზაქციებს იმ რუსულ ბანკებთან, რომლებიც შეყვანილია აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების სიაში.
ინდოეთის წამყვანი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Indian Oil Corp აცხადებს, რომ შეაჩერებს რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას.
Times of India წერს, რომ რუსეთი ინდოეთისთვის სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა ინდური ფირმები უკვე სწავლობენ რუსული საქონლის ალტერნატივებს და იმპორტის სხვა წყაროდან დაწყებაზე მუშაობენ.




























