მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინდოეთისთვის ტარიფებს მნიშვნელოვნად გავზრდი" - ტრამპი მიზეზს განმარტავს

დათხოვნა

აშშ-ის პრეზიდენტმის დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი ინდოეთისთვის ტარიფებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამის მიზეზად იგი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის ყიდვას ასახელებს.

"ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს რუსული ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე ყიდის დიდი მოგების მისაღებად.

მათ არ აინტერესებთ, რამდენ ადამიანს კლავს უკრაინაში რუსული საომარი მანქანა. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადახდილ ტარიფს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტარიფების დაწესებაზე უარი არც ამ კვირაში უთქვამს. პირველი სამიზნე ბრაზილია იყო, რომელსაც 50%-იანი ტარიფები დაუწესდა და მოიცვა როგორც მეტალის პროდუქტები, ისე სოფლის მეურნეობის სექტორი. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიზეზად ძველი მოკავშირისა და ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი დაასახელა.

რიგში მეორე ინდოეთი აღმოჩნდა, რომლის არაერთ პროდუქტს 25%-იანი ტარიფები გუშინ დაუწესდა. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი არამარტო სავაჭრო მოლაპარაკების გაჭიანურება, არამედ რუსული გაზისა და შეიარაღების შეძენა გახდა. როგორც ცნობილია, 2022 წლის შემდეგ ინდოეთი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა.

რიგით მესამე და ყველაზე ახალი გადაწყვეტილება ტრამპმა 31 ივლისს გამოაცხადა. ამერიკის პრეზიდენტმა 50%-იანი ტარიფები სპილენძის პროდუქტებზე, მილსადენებსა და გაყვანილობაზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებით ახსნა. როგორც მან განაცხადა, შტატები სპილენძის იმპორტზე სერიოზულადაა დამოკიდებული, ეს კი მტრულ ქვეყნებს ამერიკაზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ტარიფები ნედლ და გადამუშავებულ სპილენძს არ შეხებია, რამაც ბაზარი მეტ-ნაკლებად დაამშვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები