მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა გაზარდეს

ექსპორტი

აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა გაზარდეს.

Kpler-ის ანგარიშის თანახმად, დეკემბრის განმავლობაში დღიური საშუალო შესყიდვის მოცულობა ინდოეთში 1.85 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც 6-თვიანი მაქსიმუმი იქნება.

ანალიტიკოსების შეფასებით, Lukoil-ისა და Rosneft-ის დასანქცირებით მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა – რუსეთმა სხვა ბრენდების ქვეშ დაიწყო ნავთობის ექსპორტზე გატანა.

ჩინეთის შემთხვევაში მოსალოდნელი საშუალო შესყიდვის მოცულობა 1.36 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც 140,000 ბარელით მეტი იქნება, ვიდრე ნოემბრის მაჩვენებელი.

Kpler-ის შეფასებით, სანქციების ამოქმედებას რეალური ზეგავლენა არ ჰქონია და ინდოეთმა და ჩინეთმაც რუსული ნავთობის შესყიდვა ჩვეული ტემპით გააგრძელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები