დეკემბრის თვეში რუსეთიდან ინდოეთში ექსპორტირებული ნავთობის დღიურმა საშუალო მოცულობამ 1.2 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ინდოეთში რუსულ ნავთობზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყო და ამჟამად რუსულ ნავთობზე ინდოეთის ბაზრის 25% მოდის, მაშინ როცა 2022 წლის დასაწყისში აღნიშნული მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლები იყო.
რუსულ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა საკმაოდ მარტივი მიზეზითაა განპირობებული, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სანქციების გამო, ის საერთაშორისო ბირჟაზე ყველაზე იაფად ხელმისაწვდომი ნავთობი გახდა.
მაგალითად, ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება ამჟამად 85 დოლარს შეადგენს, რუსული Urals-ის ფასი კი 55 დოლარის ფარგლებშია. გასათვალისწინებელია, რომ ინდოეთი და ჩინეთი Urals-ს საბაზრო ფასზე უფრო იაფად, კერძოდ, 40 დოლარის ფარგლებში ყიდულობენ.
ცნობისთვის, Urals-ის ფასი ერთწლიან ჭრილში 35%-ითაა შემცირებული, რაც სწორედ დასავლეთის სანქციებითაა განპირობებული.