ინფექციურ საავადმყოფოში "ქობულეთის კლასტერის" 6 მოზარდი მკურნალობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გუშინ ინფექციურში შემოგვიყვნეს 6 წლის ბავშვი და ამ ეტაპზე ჩვენთან 6 ბავშვი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს. ყველა ბავშვი, რომელიც მივიღეთ არის "ქობულეთის კლასტერიდან". დღეს მიღებული მოზარდიც ქობულეთში ინფიცირებულის შვილია. ბავშვების გამოჯანმრთელებას ალბათ პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.




























