სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 18 274 და გამოჯანმრთელების 8 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
29 იანვრის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 145 508 , ბოლო 24 საათში - 18 274
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 995 328, ბოლო 24 საათში - 8 400
მათ შორის გარდაცვლილი - 14 911, ბოლო 24 საათში - 41
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 84 762, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 48 320, PCR ტესტით - 34 442
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 21,56%, ბოლო 14 დღის - 18,99%, ბოლო 7 დღის - 22,67%
სულ აცრილია - 2 704 957, დღიურად აცრილია - 8 310
კარანტინის რეჟიმში - 35
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 084
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 091.




























