ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მესამე კვარტლის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ამერიკელების უმეტესობა ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ საფრთხედ ჩინეთს ასახელებს.
სარისკო ფაქტორების ჩამონათვალში მეორე ადგილზე რუსეთ-უკრაინის ომია, მესამე ადგილზე კი ტაივანის გარშემო არსებული ვითარება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორებს, როგორ მოსალოდნელი იყო, მთავარ გამოწვევად მოქალაქეები მაღალ ინფლაციას და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ასახელებენ. ასევე უჩვეულოდ მაღალ დონეზე იყო საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრების და უძრავი ქონების სექტორში წარმოდგენილი კომპანიების კოლაფსის რისკები, რაც ასევე FED-ის მიერ გაზრდილ განაკვეთებთანაა დაკავშირებული.
ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს მომავალში რომელიმე მსხვილი ბანკის გაკოტრების რისკი საკმაოდ დაბალია, თუმცა ინფლაცია ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება, რომელთან ბრძოლა მომავალ წელსაც უნდა გაგრძელდეს.