მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფლაცია და სეზონურობა სერიოზული გამოწვევაა - „კესანე - არ დამივიწყო"

კესანე არ დამივიწყო

ამბროლაურის რაიონის სოფელ ხოტევში მდებარე ტურისტულმა ობიექტმა „კესანე – არ დამივიწყო“ უკვე მესამე ზაფხულის სეზონს უმასპინძლა.

ობიექტის დამფუძნებელმა, გვანცა ყრუაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ წლევანდელი სეზონი წინა წლებთან შედარებით უფრო აქტიური აღმოჩნდა, თუმცა რეგიონის სეზონურობა ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

„განსხვავებით სექტემბრისგან, ყველა სხვა თვე გაცილებით უფრო აქტიური იყო, ვიდრე წინა წლებში. შემოსავლის თვალსაზრისით ზრდა ნამდვილად გვაქვს, თუმცა ინფლაცია, ფასების ზრდა და ლოკაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს“, – ამბობს ყრუაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდა და ცნობადობაც უფრო მაღალი გახდა, რეგიონში სეზონის ხანმოკლე აქტიურობა ბიზნესს არ აძლევს განვითარების შესაძლებლობას.

„რაჭაში წლის განმავლობაში მხოლოდ ორი-სამი თვეა აქტიური. ამ მოკლე პერიოდში მიღებული შემოსავლით კი ბიზნესის შენარჩუნება შეიძლება, მაგრამ განვითარება შეუძლებელია,“ – აცხადებს ობიექტის დამფუძნებელი.

ყრუაშვილის თქმით, ტურიზმის სექტორში ფასების განსაზღვრა დამატებით სირთულეს ქმნის, რადგან ერთდროულად მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, მაშინ როცა ფასების ზრდა და ეკონომიკური გამოწვევები მომხმარებლების გადახდისუნარიანობაზე მოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები