მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 3 თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა - რომელმა ქვეუწყებამ რამდენი დახარჯა?

გზები

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 107.4%-ით ანუ 30.5 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა - ინფორმაციას უწყება თავად ავრცელებს.

ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების შესახებ მონაცემებს ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის 20 აპრილს გამოაქვეყნებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეუწყებებმა თანხები ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს, ყველაზე გადაჭარბებით გეგმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა.

„სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა შეადგინა 441.3 მილიონი ლარი, რაც გეგმაზე (410.8 მლნ ლარი) 30.5 მილიონი ლარით მეტია

სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც 2026 წლის 3 თვის გეგმებს გადააჭარბეს და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს:

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა - 281.1 მილიონი (გეგმის 111%);

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - 119.3 მილიონი ლარი (გეგმის 100%);

შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, – 39.0 მილიონი ლარი (გეგმის 108%)“ - წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები