მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის რაგბის კავშირი კოვიდის წლების შემდეგ ფინანსურ მოგებაზე პირველად გავიდა

ინგლისის რაგბის კავშირი

ინგლისის რაგბის კავშირმა კოვიდის წლებში აღებული ვალები საბოლოოდ გაისტუმრა და 4 მილიონი გირვანქას ოდენობის მოგებაზე გავიდა.

კავშირმა 2022/23 წელს მთლიანობაში 221,5 მილიონი გირვანქას ოდენობის თანხა გამოიმუშავა, რაც 2021/22 წლების 189 მილიონიან მაჩვენებელზე 32 მილიონით მეტია. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ კლუბები Wasps, London Irish და Worcester გასული წლის განმავლობაში გაბანკროტდნენ.

წლევანდელი გაზრდილი შემოსავლები იმ პერიოდს უკავშირდება, როცა ტვიკენჰემის სტადიონზე სამი წლის მანძილზე, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ციკლში საშინაო საერთაშორისო თამაშების რაოდენობა გაიზარდა.

კავშირის განცხადებით, ასევე გაზრდილია ჩემპიონატში ჩადებული ინვესტიციების რაოდენობა, რომელიც 25,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. სატელევიზიო შემოსავლები კი პრეპანდემიურ დროებაზე დაბლა რჩება და შეადგენს მხოლოდ 40 მილიონ გირვანქას.

რაც შეეხება სასპონსორო შემოსავლებს, 2022 წელს ამ თანხამ 24 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა 2023-ში კი ეს მაჩვენებელი 26 მილიონ გირვანქამდე გაიზარდა, რისი მიზეზიც ახალი ხელშეკრულებებია პიცის სახლ Papa John’s-თან და ენერგეტიკულ სასმელ Pozitive Energy-სთან.

ბილეთებიდან შემოსავლები გასულ წელთან შედარებით ბევრად გაზრდილია და 33,7 მილიონიდან 48,4 მილიონამდე გაიზარდა.

გაზრდილ შემოსავლებში თავისი წილი ქალთა რაგბის 6 Nations-ის ტურნირმაც შეიტანა. ამ ტურნირის ფარგლებში ინგლისი-საფრანგეთის თამაშს რეკორდულად დიდი აუდიტორია ესწრებოდა. ამ თამაშზე დამსწრე სტუმრების მიერ სტუმარმასპინძლობის და კვების სექტორში დახარჯულმა თანხამ 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. ჯამურად მატჩებზე დამსწრეთა მიერ სტუმარმასპინძლობაზე გაწეული ხარჯები წლის განმავლობაში 9 მილიონი გირვანქა სტერლინგით 70.8 მილიონამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის სარაგბო ნაკრებმა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები