საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან ტესტმატჩში 5:34 დამარცხდა. "ბორჯღალოსნებისა" და ირლანდიის შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართა.
ირლანდიასთან მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან. 12 ივლისს ისინი „ტოიოტა ჩიტასს“ შეხვდებიან, 19 ივლისს კი – მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს.
შეგახსენებთ, საქართველო და ირლანდია ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა მატჩი ირლანდიელთა გამარჯვებით დასრულდა. პირველი დაპირისპირება 1998 წელს, მსოფლიო თასის შესარჩევზე დუბლინში გაიმართა და ირლანდიამ 70:0 მოიგო. 2002 წელს კვლავ დუბლინში 63:14 გაიმარჯვეს. ყველაზე დაძაბული მატჩი 2007 წლის მსოფლიო თასზე შედგა – ირლანდიამ 14:10 მოიგო, თუმცა საქართველომ ისტორიული ქულა მოიპოვა. შემდგომ ტესტმატჩებში 2014 წელს 7:49, ხოლო 2020 წელს 10:23 დავმარცხდით.