მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინკოგნიტოს რეჟიმში თვალთვალის გამო, Google-მა $5 მილიარდის ჯარიმა უნდა გადაიხადოს

chrome
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი კიდევ ერთ სასამართლო დავას მორიგებით ასრულებს - ინკოგნიტოს რეჟიმში მომხმარებლების თვალთვალისა და მათი მონაცემების შეგროვების გამო, Google-მა 5 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

თანხის ნაწილი აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტში შევა, ნაწილს კი დაზარალებული მომხმარებლები კომპენსაციის სახით მიიღებენ.

სასამართლო დავა Google Chrome-ის პრივატულ რეჟიმს უკავშირდება, რომელმაც, წესით, მომხმარებლის აქტივობა არ უნდა შეინახოს და ბრაუზინგის ისტორია მომენტალურად უნდა წაშალოს, თუმცა, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში Google-ის ალგორითმი ამ მონაცემებსაც ინახავდა და პერსონალიზებული რეკლამების მომზადების პროცესში ამ ინფორმაციასაც იყენებდა, რაც კონფიდენციალურობის პირობების უხეში დარღვევაა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ინკოგნიტოს რეჟიმი ბრაუზერის სპეციალური ფუნქციაა, რომელმაც მომხმარებელს ინტერნეტში კვალის დატოვების გარეშე ბრაუზინგის საშუალება უნდა მისცეს და მისი არსი სწორედ ანონიმურობის დაცვაა, რასაც, როგორც ჩანს, ტექნოლოგიური გიგანტი დიდ პატივს არ სცემდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები