მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Inn Group-ის სასტუმროებიდან 23 ივნისს მხოლოდ „ბაკურიანი ინნ“-ი გაიხსნება - ერეკლე კოკაია

5eeb1b29622fa
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.20 22:40
3725
Inn Group-ში შემავალი 4 სასტუმროდან „როიალ ინნ“, „ივერია ინნ“, „გუდაური ინნ“ და „ბაკურიანი ინნ“ 23 ივნისიდან სტუმრებს მხოლოდ ბაკურიანი სასტუმრო მიიღებს - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე რომ Inn Group-ს 4 სასტუმრო სახელმწიფოსთვის საკარანტინე ზონად ჰქონდა გადაცემული, დღეს ბაკურიანის სასტუმროში მოსამზადებელი სამუშაობი მიმდინაროებს და ამოქმედებისთვის შემოწმების გავლას ელოდებიან.

"Inn Group-ის სასტუმროებიდან 23 ივნისიდან მხოლოდ "ბაკურიანი ინნ"-ი გაიხსნება. ველოდებით შემოწმების გავლას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან და შემდგომ უკვე ოფიციალურად გავიხსნებით. სასტუმროს ნომრების დაჯავშნა უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის ჯავშნების მოცულობა ივნისსა და ივლისში, თითოეულ თვეზე 25-30%-ს შეადგენს“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათ სასტუმროში განთავსების ღირებულება თითქმის გაანახევრეს და ადგილობრივ დამსვენებელს მათზე მორგებულ ფასებს სთავაზობენ.

„ჩვენ სასტუმროში ფასები დაახლოებით 50%-ით შევამცირეთ და მოვარგეთ ქართულ ბაზარს. პანდემიამდე ძალიან დიდი მოცულობით გვქონდა ჯავშნები უცხოელებისგან და ფასებიც მოთხოვნის შესაბამისი იყო. ახლა რეალობა ის არის, რომ ქართველი ტურისტი არ არის ისეთი მაღალმხარჯველუნარიანი, როგორც უცხოელი და მოგვიწია ფასების დაკორექტირება“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

ერეკლე კოკაია თბილისისა და გუდაურის სასტუმროების გაუხსნელობის მიზეზსაც განმარტავს და მიიჩნევს, რომ შიდა ტურიზმის პირობებში ეს ლოკაციები ადგილობრივი დამსვენებლისთვის საინტერესო არ იქნება.

„რაც შეეხება თბილისის 2 და გუდაურის სასტუმროებს ჯერ მათ გახსნას არ ვაპირებთ. თბილისში დასვენება ქართველ ტურისტებს დიდად არ აინტერესებთ.

გუდაურის ინნ-ზე ვიფიქრეთ გაგვეხსნა თუ არა, საქმე იმაშია რომ გუდაური ჩვენთან ძალიან მაღალი დატვირთვით მუშაობდა ზაფხულოშიც კი, საშუალოდ სასტუმრო 65-დან 85%-მდე იყო დატვირთული, თუმცა დამსვენებელთა 100%-ს უცხოელები შეადგენდნენ. რომ გახსნილიყო ქვეყნის საზღვრები და საერთაშორისო ტურიზმი, ჩვენ მზად ვიქნებოდით თბილისშიც და გუდაურშიც სასტუმროების გახსნისთვის“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები