მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინოვაცია ჯანდაცვაში - ბილ გეიტსის ფონდი სამედიცინო გამოწვევებს ტექნოლოგიური განვითარებით პასუხობს

ბილ გეიტსი

გეიტსების ფონდი, რომელიც ბილ და მელინდა გეიტსების ინიციატივით შეიქმნა, განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში ხელმისაწვდომი, ხარისხიანი ჯანდაცვისთვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობდნენ. როგორც ამას ფონდის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი, Yahoo Finance-სთან ინტერვიუში განმარტავს, ფონდის მიზანია, სამედიცინო დანადგარებს ახლებური სახე, ხოლო ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას - მათი გამოყენების საშუალება - მისცენ.

Yahoo Finance: გეიტსის ფონდი ჯანდაცვის სექტორში ზოგიერთი გამოწვევის წინააღმდეგ ტექნოლოგიურ ინოვაციებსაც იყენებს. თითოეული მათგანი მარტივად სამართავი, მსუბუქი, ადვილად გადასაადგილებელია. მაგალითად, მათ შორისაა პაპილომა ვირუსის ერთდოზიანი ვაქცინა, მოგვიყევით მასზე უფრო მეტი.

ბილ გეიტსი: გასაოცარია, რომ ვაქცინები მდიდარ ქვეყნებში იქმნება, მიუხედავად იმისა, რომ მათი საჭიროება აბსოლუტურად ყველგან არსებობს. HPV ვაქცინა ქალებს საშვილოსნოს კიბოსგან იცავს. როდესაც მასზე დაიწყო მუშაობა, წარმოდგენა გვქონდა, რომ სამი დოზა იქნებოდა საჭირო. თუმცა ჩვენმა ფონდმა საკმარისი კვლევები დააფინანსა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სრული დაცვისათვის ვაქცინის ერთი დოზაც საკმარისი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა ორჯერ უფრო მეტი ქალისათვის საკმარისი ვაქცინა გვაქვს, ვიდრე მაშინ გვექნებოდა, ის რომ ორდოზიანი იყოს.

ეს კი სრულიად ახალი დანადგარია, რომელსაც ალბათ უფრო მარტივად იცნობთ, როდესაც $20 000-ის ღირებულების მქონე ყუთზეა მიმაგრებული, ჩვენ კი გვინდა, მისი ღირებულება 400-500 დოლარის ფარგლებში შევამციროთ. ამ დანადგარში ჩაინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მიმდინარე ორსულობის მონიტორინგს ახდენს და ადრეულ ვადაზე გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ, რამდენად რთულად თუ მარტივად ჩაივლის მშობიარობის პროცესი ან უმჯობესი ხომ არ იქნება, თუ ქალი სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართავს.. ამ მოწყობილობის დახმარებით, თუ პრობლემებს წინასწარ გამოვავლენთ, მშობიარობის პროცესში სიკვდილიანობის მაჩვენებელს 50%-ით შევამცირებთ.

როგორ ფიქრობთ, რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეთ მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც ამ ტექნოლოგიას ნაკლებად შემოსავლიან ქვეყნებში შეიტანთ? რა არის მთავარი ბარიერი - ტექნოლოგიების დანერგვის ხარჯები, ექიმების რაოდენობა, თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი?

როგორც წესი, ამ ადამიანების უმრავლესობა ექიმთან მისვლას საერთოდ ვერ ახერხებს. ჩვენი მიზანია, რომ სრული სამედიცინო განათლების არქონის შემთხვევაშიც, ადამიანს ჰქონდეს საშუალება, პროგრამით ჩაიტაროს საჭირო გამოკვლევები. შეერთებულ შტატებში, ან სხვა მდიდარ ქვეყანაში, სრული განათლების მქონე ექიმი მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სვამს დიაგნოზს. ჩვენი ტექნოლოგიებით კი ამის საჭიროებას სრულად ვარიდებთ თავს, რადგან აფრიკის ქვეყნების მსგავს ადგილებში ეს მეთოდი ვერასდროს გაამართლებდა. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ჯანდაცვის დაფინანსებას ვაგრძელებთ, რადგან ისინი ფინანსური გამოწვევების წინაშე ისედაც დგანან. საკმაოდ რთული წრეა, რის გამოც მათთვის შექმნილი ტექნოლოგია ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები