მესტიისკენ მიმავალ გზაზე კლდის ჩამოშლის შედეგად გზა კვლავ ჩაკეტილია. მესტიის მერია ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდა.
"ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - წერია მერიის განცხადებაში.




























