მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

International Paper-მა DS Smith-ის ყიდვა გადაწყვიტა

ds smith

საკანცელარიო ნივთების და ქაღალდის მწარმოებელმა International Paper-მა თავისი კონკურენტის, DS Smith-ის შესყიდვა გადაწყვიტა.

გარიგების დეტალები უცნობია, თუმცა ტრანზაქციის მოცულობა, სავარაუდოდ, 7 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება, რადგან DS Smith-ის კაპიტალიზაცია სწორედ ამდენს შეადგენს.

როგორც International Paper-ის წარმომადგენლები ამბობენ, კომპანიას ევროპის ბაზარზე განვითარება სურს, რისთვისაც საუკეთესო გზა DS Smith-თან შერწყმაა, რომელიც ამ ბაზარზე წლებია დომინანტური მოთამაშეა.

IP-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 13 მილიარდ დოლარს აჭარბებს და ამერიკაში დაფუძნებული კომპანია ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები