მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორი Coinbase-ის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივის, მიზეზი - ინსაიდერული ვაჭრობაა

64523e55cbfc9
გიორგი არონია
03.05.23 15:30
791

ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი კრიპტობირჟის, Coinbase-ის ერთ-ერთმა ინვესტორმა კომპანიის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ბრაიან არმსტრონგის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, მარკ ანდრესინისა და სხვა მაღალი რანგის მენეჯერების მიმართ სასამართლო დავა დაიწყო, რადგან, მისი თქმით, ისინი ინსაიდერული ვაჭრობით არიან დაკავებულნი, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინვესტორის მიერ დაწყებული Coinbase-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებას უკავშირდება, როცა, როგორც ინვესტორი ამბობს, კომპანიის მესვეურებმა დახურული ინფორმაცია გამოიყენეს, კომპანიის აქციები გაყიდეს და ამით მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი აირიდეს თავიდან.

როგორც დელავერის სასამართლოს მიმართ წარდგენილ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, აქციების გასაყიდად მენეჯერებმა პირდაპირი დალისტვის გზას მიმართეს და $2.9 მილიარდის ღირებულების აქციები მანამ გაყიდეს, სანამ კომპანიამ არასახარბიელო კვარტალური მონაცემები გაავრცელა.

“ხუთი კვირის განმავლობაში ამ აქციების ღირებულებამ $1 მილიარდზე მეტით იკლო, ხოლო Coinbase-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $37 მილიარდით შემცირდა”, - აღნიშნავს ინვესტორი ადამ გრაბსკი, რომელიც Coinbase-ის აქციებს 2021 წლის აპრილის შემდეგ ფლობს. ინვესტორის თქმით, ბრაიან არმსტრონგმა $291.8 მილიონის ღირებულების აქციები გაყიდა, მარკ ანდრესინის ვენჩურული კაპიტალის კომპანიამ, Andreessen Horowitz-მა კი $118.6 მილიონის ღირებულების აქციები დათმო.

ინვესტორის მიერ დაწყებულ სასამართლო სარჩელს გამოეხმაურა თავად Coinbase-იც: “ჩვენ, როგორც ყველაზე პოპულარული და ერთადერთი საჯაროდ დალისტული კრიპტობირჟა აშშ-ში, ზოგჯერ, არასერიოზული სასამართლო პროცესების წინაშე ვდგებით”, - ვკითხულობთ Coinbase-ის მიერ Bloomberg-ისთვის გაგზავნილ წერილში. “ეს შემთხვევაც, ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების ერთ-ერთი მაგალითია”.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ სასამართლო პროცესით, ინვესტორი არაკეთილსინდისიერად მითვისებული მოგების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც ბრაიან არმსტრონგმა, მარკ ანრესინმა და კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრებმა მიიღეს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები