მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოვისყიდეთ - დავითაშვილი

63a04c907e1b9
მარიამ ვარადაშვილი
19.12.22 15:41
1211
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშილის განცხადებით, მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და მასზე აუქციონი მომავალ წელს გამოცხადდება.

“ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. სახელმწიფომ ეს პროექტი დაიბრუნა. ეს საშუალებას მოგვცემს პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით მოხდეს ასეთი მსხვილი, სტრატეგიული პროექტების განხორციელება. ამ პროექტს საქართველოს გენერაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის ენეგურჰესის გენერაციის გაზრდის კუთხითაც.

აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, რაც საბოლოოდ პოზიტიურად დასრულდა. ამ პროექტს უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და თავიდან დავიწყებთ მის განხორციელებას",-განაცხადა დავითაშვილმა.

ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მის დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად სახელდებოდა დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები