მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

iPhone-ისა და Apple Watch-ის მთავარი დიზაინერი, ტენგ ტანი კომპანიას ტოვებს

Apple

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, ამერიკული Apple-ის პროდუქტების დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი, ტენგ ტანი, რომელიც iPhone-ისა და Apple Watch-ის დიზაინზე არის პასუხისმგებელი, კომპანიას თებერვალში დატოვებს, რაც კომპანიაში მიმდინარე გადალაგებას უკავშირდება.

როგორც Apple-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, Bloomberg-ის მარკ გარმენი წერს, კომპანიიდან ტენგ ტანის წასვლა Apple-ის თანამშრომლებისთვის ერთგვარად მოულოდნელი იყო, რადგან სწორედ ტანი იღებდა პრინციპულ გადაწყვეტილებებს Apple-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწყობილობების, მათ შორის iPhone-ის, Apple Watch-ისა და AirPods-ის დიზაინთან დაკავშირებით.

სმარტფონებისა და ჭკვიანი საათების ბიზნესი, მოგეხსენებათ, Apple-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომლითაც, შარშან, კომპანიამ $383.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები