მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნებ წერტილი დაესვას ფასებით მანიპულირებას და მომხმარებლის დაბნევას - საგადასახადო ექსპერტი

 ზურაბ ძნელაშვილი
12.02.24 19:27
608

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი და საგადასახადო სამართლის ექსპერტი ზურაბ ძნელაშვილი იწონებს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით რომ უნდა მიუთითონ.

როგორც ზურაბ ძნელაშვილი წერს, მენიუს ბოლოში მითითება, რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს, არასაკმარისია.

"კვების ობიექტების მიერ საქონლის/მომსახურების ფასის დღგ-ს გარეშე მითითება სააგენტოს მიერ არასწორად ჩაითვალა! ძალიან სწორი პოზიციაა, რაც გამომდინარეობს არა მხოლოდ მომხმარებლის დაცვის მიზნებიდან, არამედ, ასევე საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან.

დღეს ასეთი მიდგომით (ვგულისხმობ, ფასების მითითებას დღგ-ს გარეშე) მუშაობს ძალიან ბევრი ცნობილი/ბრენდული კვების ობიექტი (და ზოგიერთი სასტუმროც), რაც არასწორია (ერთ-ერთი მაგალითი პირველ კომენტარშია).

იქნებ ამის შემდეგ მაინც დაესვას წერტილი მოვაჭრის (კვების ობიექტის) მხრიდან ფასებით მანიპულირებას და მომხმარებლის დაბნევას/შეცდომაში შეყვანას. მენიუს ბოლოში მითითება რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს 18%, არასაკმარისია. დღგ-ის გადამხდელის მიერ საქონლის/მომსახურების ფასი მომხმარებლისთვის გაცხადებული უნდა იყოს დღგ-ის ჩათვლით. ყველა სხვა შემთხვევა არასწორია. აღნიშნული საკითხი დავსვი სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ბოლო კონფერენციაზე და მიხარია რომ იგი გაზიარებულია. მადლობა კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სწორი განმარტებისთვის", - წერს ის სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები