მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარჩევნო წელია, ამიტომ პრობიზნესურ ნაბიჯებს არ უნდა ველოდოთ - გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ არჩევნების გამო, წელს მთავრობა მყისიერი ეფექტის მქონე ნაბიჯებზე იქნება ორიენტირებული. საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

ეკონომისტი პროგნოზირებს, რომ ამის გამო ამ წლის წარმატებით დასრულება რთული იქნება.

"როგორც წესი, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ საარჩევნო წელს, საქართველოს ტიპის, შედარებით მაინც ღარიბ ეკონომიკაში მივიღოთ პრობიზნესური და რეფორმატორული ნაბიჯები. უფრო სავარაუდოა, რომ ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა გადადგამს, ორიენტირებული იქნება მყისიერ შედეგებზე. ეს შეიძლება გრძელვადაიანად არ ეხმარება ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას, თუმცა მოკლე ეფექტი აქვს. შესაბამისად, რთული წელია და სავარაუდოდ, ამ რთულ წელს განსაკუთრებით არჩევნების გამო, ეკონომიკის გაჯანსაღება და გაძლიერება არ იქნება მთავრობის პრიორიტეტი. რთული იქნება, ამ წლის წარმატებით დასრულება", - განაცხადა ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები