მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იქნება აბსოლუტურად უსამართლო - მარიამ ქვრივიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე

ქვრივიშვილი

მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე შეიძლება მსგავსი ჰიპოთეტური სანქცია განხორციელდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა BMG-ის, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გადახედვასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, საქართველო ამ მიმართულებით არსებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელიც მათ შორის „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ვიზალიბერალიზაციას აქვს უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმები, რომელსაც ზედმიწევნით ასრულებს ჩვენი ქვეყანა. ვიცით, გამჭვირვალეა ეს ყველაფერი. იმდენად, რამდენადაც საქართველო არის გამორჩეულად წარმატებული ამ კუთხით, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით ყველა ნაკისრ ვალდებულებას ვასრულებთ ზედმიწევნით, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მსგავსი შეხედულება არის საფუძველს მოკლებული, იქნება აბსოლუტურად უსამართლო და მე პირადად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა შეიძლება არაობიექტურად მოხვდეს აღნიშნული შეფასებების განხილვაში და აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მსგავს დისკუსიაში შეიძლება რომ შევიდეთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები