საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ახალი მთავრობის წარდგენა უახლოეს მომავალში იგეგმება და მინისტრობის კანდიდატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დაასახელებს.
ასე უპასუხა მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას - იქნება თუ არა ის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახალი მთავრობის წარდგენა იქნება უახლოეს მომავალში და იქ ვიხილავთ ვიქნები თუ - არა. მიმდინარეობს კონსულტაციები. მეტ კონკრეტიკას ვერ გეტყვით, ეს პრემიერის პრეროგატივაა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ცნობისთვის: მსგავსი პასუხის გასცა გუშინ ნათია თურნავამაც ჟურნალისტის იდენტურ კითხვას.




























