მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბიზნესს შეხვდება

60641a7cdc340
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 10:52
591
დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიზნესს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება.

ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა 12:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგება.

აღნიშნული შეხვედრა პრემიერმა გუშინ პროგრამის „100 საინვესტიციო ქონება ბიზნესს“ წარდგენის ღონისძიებაზე თავად დააანონსა.

„ეს ჩემი პირველი ოფიციალური შეხვედრაა თქვენთან, თუმცა გვექნება შესაძლებლობა, სხვა ფორმატში დავიწყოთ შეხვედრები და ვისაუბროთ. კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა.

ხვალ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ უფრო ვიწრო ფორმატში ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც ბიზნესს დაუგროვდა, ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც თქვენს წინაშე არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ დღეს საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიმყოფებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გუშინ პროგრამის წარდგენისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები