მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრა. პრემიერის თქმით, საკითხზე პოზიცია უკვე დააფიქსირა, თუმცა მთავარი ის არის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს.

პრემიერი გამოეხმაურა დებატებს, რომელიც საკითხზე ბოლო დღეებია მიმდინარეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი.

„გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება, რომელმაც განაცხადა - „შინაარსში არ უნდა შევიდეთო, შინაარსი არის ხელისუფლების ველიო“. ანუ უშინაარსობა არის ჩვენი ოპონენტების ველი, ხოლო შინაარსი - ჩვენი ხელისუფლების. ამაზე უკეთეს აღიარებას ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში ყველაფერი გამართულია, კანონპროექტი გამართულია, ერთადერთი, რასაც ეს კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის წლიური დეკლარირება ფინანსებისა, რომელიც აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს, და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, ხოლო გაუმჭვირვალობა - ქართული.

შარშან მოახერხეს და საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში და თავდაყირა დააყენეს ღირებულებები, თუმცა დარწმუნებული ვარ, მეორედ ამას ვეღარ შეძლებენ. გარდა ამისა, გაირკვა, რომ facebook-ში, სოციალურ ქსელში ცენზურას ახორციელებენ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტ პარტიასთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეკუთვნის სერგი კაპანაძეს და თამარ კინწურაშვილს. როცა ეს ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში, დღეს ამის საშუალება აღარ აქვთ, თუმცა სადაც შეუძლიათ, იქ აკეთებენ ცენზურას, ეს არის სოციალური მედია და საინტერესო ის არის, რომ ოპონენტებში ამას პოზიტიური აჟიოტაჟი მოჰყვა. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ ადამიანებისთვის ცენზურა არის ევროპა. ჩვენთვის მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა, მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლებიც უნდა იყოს განმსაზღვრელი, ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ღირებულებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მდგომარეობა ხელისუფლებისთვის ისედაც ხელმისაწვდომია. როგორც კობახიძემ თქვა, ეს არის სრული სიცრუე.

„ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია 7 არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე, ესენი არიან რესურსულად ყველაზე შემოსავლიანი და ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდანაც გაირკვა, რომ მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დადეკლარირებული შემოსავლის. კერძოდ, არასამთავრობოებს გაწეული აქვთ 85 მლნ-ი დოლარის ხარჯი გაწეული, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია ვიცოდეთ ამ თანხების განკარგვის მიზნობრიობა. ჩანს, რომ NGO-ების საქმიანობა არის სრულად გაუმჭვირვალე. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული“, - თქვა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები