მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა - რაზე ისაუბრეს

კობახიძე
24.09.24 20:55
494

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას და ორგანიზაციის მნიშვნელოვან წვლილს რეფორმების განხორციელებისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მიმართულებით, ასევე მოქმედი საერთაშორისო მექანიზმების ეფექტურობის გაუმჯობესების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას მათთან გამკლავების პროცესში და აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.

აღნიშნულ შეხვედრას, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოს მადლობას უხდის საქართველოში რეფორმების პროცესისა და ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. “ვისაუბრეთ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც აუცილებელია მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად”, - აცხადებს პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები