მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენმდივანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე
BM. GE
07.11.24 18:53
1625

ბუდაპეშტში მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში.

"მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, მათ შორის ჰუმანიტარული პროექტებისა და დიალოგის მექანიზმების მეშვეობით. ასევე აღინიშნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის და მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური გადაწყვეტილებების განსაკუთრებული მნიშვნელობა", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

7 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი 47 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები