მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

ფეზეშკიანი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ერევანში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა.

ორმხრივი შეხვედრა გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ფარგლებში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში პოზიტიურ თანამშრომლობას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოებასა და ვითარებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების აღსრულებისა და მეორადი სანქციების თავიდან არიდების მიზნით, ირანული ავიაკომპანიების ბოლო რეისები თბილისის აეროპორტში 2026 წლის 20 სექტემბერს შესრულდა, 21 სექტემბრიდან კი საქართველოდან ფრენები სრულად შეწყდა. რაც შეეხება ტურიზმს, ირანის წილი ქართულ ტურიზმში 3%-ზე ნაკლებია, ხოლო 2026 წლის პირველ ნახევარში, ომის ფონზე, ვიზიტორთა რიცხვის 49%-იანი და შემოსავლების 65%-იანი შემცირების შედეგად, საქართველომ 29 397 ირანელი ვიზიტორისგან 19.9 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო (შედარებისთვის, 2025 წელს ირანიდან მიღებული შემოსავალი 124 მილიონ დოლარს შეადგენდა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები