ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.
"ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.
"საუბარი შეეხო ორმხრივ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და იმ ფაქტს, რომ სომხეთი საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა.
შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მიმართულებით", - წერია ადმინისტრაციის პრესრელიზში.
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელ “X”-ზე დაწერა.
„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შევხვდი. ჩვენ განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო მეტად დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის შესახებ,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.




























