მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში წელს მესამედ გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება. ადმინისტრაციის ცნობით, ის მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

ფორუმის ფარგლებში კობახიძე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“, სადაც ის რეგიონული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ვიზიტის პროგრამა ასევე ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის ორმხრივ შეხვედრებს, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

კობახიძის დელეგაციაში შედიან "ოცნების მთავრობაში" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

აღსანიშნავია, რომ კობახიძე მიმდინარე წელს 6-7 მარტს უკვე იმყოფებოდა თურქმენეთში ვიზიტით. მაშინ, აშხაბადში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ასევე, კობახიძე აგვისტოს დასაწყისშიც სტუმრობდა თურქმენეთს, ქალაქ ავაზას გაეროს კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობას ეძღვნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები