მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ - რა კითხვები აქვთ "ოცნების" დეპუტატებს?

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერს 25 ნოემბრის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მოსუმენს. ამის შესახებ დღეს, ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

" შემოვიდა კითხვები "ქართული ოცნებისგან" პრემიერ-მინისტრის მიმართ. როგორც იცით, ყოველი თვის ბოლო სასესიო კვირას არის შესაძლებლობა პრემიერის ინტერპელაციისა. ამისთვის კი საჭიროა, ინტერპელაციამდე ერთი კვირით ადრე იყოს კითხვები დასმული. ვინაიდან, ეს ვადა გაშვებულია, მომავალ თვეში 26-27 ნოემბერს იქნება პრემიერის მოსმენა ინტერპელაციით. კითხვები ეხება განათლების რეფორმის საკითხებს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში 29 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოსუმენენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები