მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

კობახიძე თურქეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს.

„თურქეთის რესპუბლიკა არის ჩვენი განსაკუთრებული მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, როგორც ხელისუფლებებს, მთავრობებს შორის, ასევე ჩვენი ხალხთაშორისი ურთიერთობები განსაკუთრებულობით გამოირჩევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პირველად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ანკარაში. მთავრობის მეთაურს ექნება შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სადაც იქნება ისეთი საკითხები განხილული, რომელიც აერთიანებს ჩვენი, ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი აუცილებლად მოიტანს ძალიან ძლიერ და მყარ იმპულსს,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები