სახელმწიფო აუდიტის სამსახურების საერთაშორისო ორგანიზაციას (INTOSAI-ის) ამჟამად რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ალექსეი კურდინი ხელმძღვანელობს.
როგორც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ირაკლი მექვაბიშვილის მიერ უკრაინის აუდიტის პალატის ხელმძღვანელ ვალერი პაცსკანისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, საქართველო მხარს დაუჭერს ინიციატივას, შეუჩერდეს რუსეთის ფედერაციას ორგანიზაციის თავმჯდომარეობა.
Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტით, ვალერი პაცსკანი მადლობას უხდის საქართველოს აუდიტის სამსახურის უფროსს ამ პოზიციის დაკავებისთვის.




























