ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი და მისი ფრანგი, გერმანელი და ბრიტანელი კოლეგები ბირთვული მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ. დისკუსია ამ კვირაში დაიწყება და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გაეროს სანქციების ხელახლა დაწესების თავიდან აცილება იქნება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოან ვადეფულმა ირანელი კოლეგა გააფრთხილა, რომ ოფიციალურ თეირანს დიდი დრო არ აქვს და თუ ურანის გამდიდრება საგრძნობლად არ შემცირდება, სანქციებს ვეღარაფერი შეაკავებს.
ირანული მხარე მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა ვერ ხსნის, თუ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს გაეროს მიერ სანქციების ხელახლა დაწესებას.




























